რა არის String ART?
სტრინგ არტი (String Art), იგივე სიმებიანი ხელოვნება – ეს არის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიმართულება, სადაც ერთი შეხედვით ქაოსური ძაფების გადაკვეთით ინდივიდუალური, ემოციური და რეალისტური პორტრეტები იქმნება. პროცესი იწყება თქვენი ფოტოს ციფრული დამუშავებით. სპეციალური ალგორითმი ითვლის ძაფების გადაკვეთის შესაძლო კომბინაციას, რათა ერთი უწყვეტი ძაფით ლურსმნებს შორის გაბმებით გადაიტანოს ადამიანის ფოტოსურათი დაფაზე, რომელიც ნებისმიერ მნახველს პირველივე ნახვაზე გააოცებს.
თუმცა, როდესაც საქმე პორტრეტულ მსგავსებასა და დეტალიზაციას ეხება, ტრადიციული ხელით მუშაობა ხშირად დიდ დროსა და ადამიანურ რესურს მოითხოვს, რასაც თან ახლავს შეცდომები, რომელიც საბოლოოდ პორტრეტის შედეგზეც აისახება.
სწორედ აქ ერთვება ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი დანადგარი, რომელმაც პორტრეტის შექმნის ტექნოლოგიაში ახალი სტანდარტებით დაიმკიდრა თავი.
რატომ არის ჩვენი ტექნოლოგია განსაკუთრებული?
ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ „მექანიკურად შესრულებული“. ჩვენმა ინჟინრებმა შეიმუშავეს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს:
- აბსოლუტური სიზუსტე: დანადგარი მილიმეტრული სიზუსტით ანაწილებს ძაფებს, თითეულ ხაზს თავისი დანიშნულება აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს გადმოვიტანოთ ადამიანის სახის უმცირესი ნაკვთები და ჩრდილები, რისი მიღწევაც ხელით პრაქტიკულად შეუძლებელია.
- წარმოების სისწრაფე: ის, რაც ადრე კვირებს მოითხოვდა, ახლა გაცილებით მოკლე დროში სრულდება. ჩვენი დანადგარი აჩქარებს პროცესს ისე, რომ არ იკარგება ნამუშევრის მხატვრული ღირებულება.
- ხელმისაწვდომი ფასი / გაიაფებული ღირებულება: ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა. პროცესის ავტომატიზაციამ საშუალება მოგვცა, მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა თვითღირებულება. თქვენ იღებთ პრემიუმ ხარისხის ნამუშევარს გაცილებით დაბალ ფასად, ვიდრე ეს ტრადიციული, ხელით შესრულების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.
- იდეალურად სუფთა შედეგი: მაღალტექნოლოგიური კონტროლი გამორიცხავს ძაფის შეცდომას, გაწყვეტას და არასწორ დაჭიმულობას. შედეგი არის სუფთა, მკაფიო და ესთეტიკურად სრულყოფილი პორტრეტი.
ვისთვის არის სტრინგ არტ პორტრეტი?
ეს არის იდეალური საჩუქარი მათთვის, ვისაც სურს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ფოტო ჩარჩოში. ეს არის:
- ექსკლუზიური დეკორი ინტერიერისთვის.
- ორიგინალური საჩუქარი ქორწილისთვის, იუბილესთვის ან კორპორატიული ღონისძიებებისთვის.
- ტექნოლოგიური შედევრი, რომელიც ნებისმიერ მნახველს გააოცებს.
ჩვენი გუნდი მზად არის, თქვენი საყვარელი ადამიანების ფოტოები ხელოვნების უკვდავ ნიმუშებად აქციოს.




